სიახლეები
-
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სტაჟიორები წარადგინეს
დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კონკურსის წესით შერჩეული 12 სტაჟიორი საბჭოს წევრებმა - კახა კობერიძემ და რამაზ ჟღენტმა წარადგინეს.
9 იანვარი 2012 -
თბილისისა და საქართველოს რეგიონების სასამართლოებში ექვსი მოსამართლე დაინიშნა
2011 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 6 ახალმა მოსამართლემ: ანა გოგიშვილმა, გერონტი კახეთელიძემ, გიორგი მიქაუტაძემ, ეკატერინე ბიწაძემ, მადონა მაისურაძემ და მარიკა ჩიტაშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიცი დადეს. ისინი თბილისისა და საქართველოს რეგიონების სასამართლოებში შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას. ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა სწავლების კურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარეს და წარმატებით ჩააბარეს შემაჯამებელი გამოცდა.
29 დეკემბერი 2011 -
28 დეკემბერი 2011

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის შედეგები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩა 12 სტაჟიორი, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის დეპარტამენტებში. სტაჟირების ვადა 2012 წლის 3 იანვრიდან დაიწყება.
28 დეკემბერი 2011 -
26 დეკემბერი 2011

საერთო სასამართლოებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“ გაიმართა
2011 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, უზენაეს სასამართლოში საერთო სასამართლოების გუნდებს შორის გამართულ ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?’’ გამარჯვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გუნდი გახდა.
26 დეკემბერი 2011 -
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
13 დეკემბერი 2011 -
ფოთის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორთა მისაღები კონკურსი გამოცხადდა
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ფოთის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
12 დეკემბერი 2011