სიახლეები
-
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა
დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი. გაიმართა კენჭისყრა და თბისლის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის ხუთი წლის ვადით არჩევას მხარი დაუჭირა საბჭოს თორმეტმა წევრმა. წინააღმდეგი იყო 1 წევრი.
4 მარტი 2016 -
2016 წლის 4 მარტს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016 წლის 4 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
იხილეთ დღის წესრიგი.
2 მარტი 2016 -
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
2016 წლის 1 მარტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიზანია ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლებისათვის სამართლებრივ და მათ მომიჯნავე ცნებების შესახებ ცნობიერების გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, დაეხმაროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მედიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
2 მარტი 2016 -
26 თებერვალი 2016

2016 წლის 29 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016 წლის 29 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
იხილეთდღის წესრიგი.
26 თებერვალი 2016 -
2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა
2016წლის 26თებერვალს10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.
დისციპლინური საჩივრების განხილვის გამოსხდომა დაიხურება.
25 თებერვალი 2016 -
საქართველოს ისუტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა
2016 წლის 23 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლოს სისტემაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მოსამართლეებმა ღიად დააფიქსირეს თავის აზრი და აღნიშნეს, რომ სასამართლოში არსებობდა გარკვეული მენეჯერული პრობლემები, იყო თავმჯდომარესთან კომუნიკაციის პრობლემებიც. მოსამართლეებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები სასამართლოს დატვირთულობისა და საქმეთა განაწილების წესის თაობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს დღეებში შეხვდება თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებს.
შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ღია ფორმატში გაიმართა და მას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
24 თებერვალი 2016