სიახლეები
-
03 ივლისი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი
3 ივლისი 2017 -
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა
დღეს,3 ივლისს, საქართველოსიუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხიდან პირველ საკითხად განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარისა და სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა წარადგინა.
კანდიდატთან გასაუბრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს.
3 ივლისი 2017 -
რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, 3 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.
სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.
3 ივლისი 2017 -
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კაირათ მამი სტუმრობდა. დელეგაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვადასხვა კოლეგიის თავმჯდომარეებმა და მოსამართლეებმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხირივი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებსა და სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ყაზახი კოლეგები დაინტერესდნენ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სპეციფიკით.
სტუმრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაფიც მსაჯულთა დარბაზი და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მოინახულეს.
27 ივნისი 2017 -
27 ივნისი 2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა ჩატარდება
2017 წლის 3 ივლისს 15:00 საათზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობით პირველი სხდომაჩატარდება.
დღის წესრიგიიხილეთ თანდართული ფაილის სახით.
27 ივნისი 2017 -
26 ივნისი 2017
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე მართლმსაჯულების რეფორმისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
2017 წლის 26 ივნისს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ყაზახეთის სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიხსნა სასამართლოსა დასისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმისადმი მიძღვნილი კონფერენცია,რომელსაც სიტყვით მიმართასაქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.
კონფერენციას ესწრებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოსიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები.
26 ივნისი 2017