სიახლეები
-
25 ივლისი 2018

2018 წლის 30 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
2018 წლის 30 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
იხ. დღის წესრიგი.
25 ივლისი 2018 -
სასამართლო სისტემის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ღონისძიება უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ გახსნეს. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, რენატე ვინტერმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ.
25 ივლისი 2018 -
25 ივლისი 2018

წერით გამოცდაზე დაშვებულ გამოსაცდელთა საყურადღებოდ
წერით გამოცდაზე დაშვებულ გამოსაცდელებს ვთხოვთ, აპლიკანცის პორტალის მეშვეობით ჩაეწერონ შესაბამისი სპეციალიზაციის გამოცდაზე 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
25 ივლისი 2018 -
24 ივლისი 2018

წერით გამოცდაზე დაშვებულ გამოსაცდელთა საყურადღებოდ
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდა ჩატარდება 2018 წლის 28 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საგამოცდო დარბაზში (მის.: წინანდლის ქ. 9). გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 8:00 საათზე და მასზე დაიშვებიან მხოლოდ ის გამოსაცდელები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ტესტური გამოცდა.
წერითი გამოცდა ტარდება ელექტრონული სისტემის საშუალებით ან წერილობითი ფორმით.
გამოცდის წერილობითი ფორმით ჩაბარების მსურველმა გამოსაცდელმა წინასწარ უნდა მოახდინოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის ინფორმირება. განცხადება აღნიშნულის თაობაზე წარდენილ უნდა იქნეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ან შეტყობინება უნდა განხორციელდეს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595 223599 ან 577 988884,2018 წლის 27 ივლისის 14:00 საათამდე.
24 ივლისი 2018 -
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა
233 გამოსაცდელიდან ტესტური გამოცდა 73-მა მონაწილემ ჩააბარა. აქედან, 75 ქულიანი ზღვარი საერთო სპეციალიზაციაში ერთმა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში 21-მა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში 51-მა პირმა გადალახა.
21 ივლისი 2018 -
20 ივლისი 2018

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ხვალ, 21 ივლისს ჩატარდება
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ხვალ, 21 ივლისს ჩატარდება. რა მითითებები უნდა გაითვალისწინოს გამოსაცდელმა - საგამოცდო ინსტრუქტაჟი იხილეთ ბმულზე
20 ივლისი 2018