პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 28 აპრილს ქ. გურჯაანში.
განათლება
1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N139 საშუალო სკოლა.
2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანისტის სპეციალობით.
2002 წელს დაამთავრა ''მცირე აკადემიის'' იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
2001-2003 წლებში მონაწილეობდა პროექტში ''პრაქტიკული სამართალი'' და მუშაობდა ქ. თბილისის N57 საშუალო სკოლაში პრაქტიკული სამართლის მასწავლებლად.
2002-2003 წლებში მუშაობდა ლიცეუმ ''მცირე აკადემიაში'' პრაქტიკული სამართლის მასწავლებლად.
2004-2005 წლებში იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის ლექტორი.
2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2007-2009 წლებში იყო გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007-2010 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2009-2011 წლებში იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2010-2011 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.
2014-2017 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე.
2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2017-2019 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში.
2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.