პირადი ინფორმაცია
1967 წლის 29 ოქტომბერს დაიბადა ქ. ჭიათურაში.
განათლება
1984 წელს დაამთავრა მაიაკოვსკის N2 საშუალო სკოლა.
1991 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება
1991-1992 წლებში იყო ქ. ჭიათურის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი.
1992-1993 წლებში იყო თბილისის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი.
1993-1994 წლებში იყო თბილისის სარაიონთაშორისო ტრანსპორტის პროკურატურის უფროსი გამომძიებელი.
1995-1997 წლებში იყო საქართველოს ტრასპორტის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი და პროკურორის უფროსი თანაშემწე.
1997-1998 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების ინსპექციის პროკურორი.
1998-1999 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
1999-2005 წლებში იყო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2005-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2009-2012 წლებში იყო დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტანტი.
2012-2019 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად, გაფორმების დეპარტამენტის უფროსად და დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
2019 წლის ივნისიდან გამწესებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.