პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა თბილისის N42 ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა.
1993-1998 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტთან არსებული თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1996-2002 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა გამოცდა.
2007 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება
2000-2002 წლებში იყო სასჯელთა აღსრულებისას კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურის გამომძიებელი.
2002-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მოკვლევის განყოფილების უფროსი.
2003 წელს იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი.
2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი.
2004 წელს იყო შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.
2004-2005 წლებში იყო მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე.
2005-2007 წლებში იყო მცხეთა-მთიანეთისა საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი.
2007 წელს იყო შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი.
2007 წელს იყო ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.
2007 წლის სექტემბრიდან დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
2007-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, კერძოდ:
2007-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.
2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.
2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
2012 წლიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2017 წლის ივნისს დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალი 5 წლიანი ვადით.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2022 წლის ივლისიდან დანიშნულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალი 5 წლიანი ვადით.
დამატებითი ინფორმაცია
2007 წლის 28 მაისს დაჯილდოებულია ღირსების მედლით.
2008-2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2008-2012 წლებში ასევე იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი.
2021 წლის აპრილიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
არის იუსტიციის მრჩეველი.
გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური.