პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 12 ივლისს ქ. თბილისში.
განათლება
1992 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N61 საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1996-1997 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს უფროსი კონსულტანტი.
1999-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2006 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
2016 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.