პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1991 წლის 26 მაისს, ქ. თბილისში.
განათლება
2008 წლს დაამთავრა ქ. თბილისის N112 საშუალო სკოლა.
2013 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2015 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2018 წლიდან დღმდე არის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალოფიკაციო გამოცდა.
2023-2025 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2013 წელს გაიარა ბრემენის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა.
2014-2017 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს იურისტი.
2017-2023 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2025 წლის ივლისიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.