პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 1 იანვარს ქარელის რაიონის სოფელ რუისში.
განათლება
1990 წელს დაამთავრა რუისის N2 საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1999 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2005 და 2013 წლებში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები.
2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.
2003-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2014 წლებში, მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატასა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლედ.
2015-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2016-2019 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.