პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 30 სექტემბერს დაბა თიანეთში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N75 საშუალო სკოლა.
2004 წელს დაამთავრა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2020 წლიდან არის ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.
სამუშაო გამოცდილება
2005-2006 წლებში იყო შსს აკადემიაში სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის მასწავლებელი.
2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი.
2007-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის თანაშემწე.
2012 წლის იანვრიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2021 წლის ივნისიდან გამწესებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.