პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 19 ივნისს ქ. სოხუმში.
განათლება
1996 წელს დაამთავრა ქ. ახალციხის N2 საშუალო სკოლა.
2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება
2001-2002 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2002-2006 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს კანცელარიის გამგე.
2006-2007 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი.
2007-2009 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი პროკურორი.
2009-2017 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2017-2020 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020 წლის მარტიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.