პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1991 წლის 8 ივნისს ქ. თბილისში
განათლება
2008 წელს დაამთავრა N 161 საჯარო სკოლა.
2012 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2018 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2019 წელს გაიარა მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა.
2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2022-2024 წლებში გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები: გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობა; პრობლემური საკითხები ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა ადმინისტრაციულ საქმეებზე; გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები; გადაწყვეტილების დასაბუთება სამოქალაქო სამართალში; სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი; მედიაცია, საქმეების გადაცემა მედიაციაში და სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები; შრომითი ურთიერთობების საკითხები საჯარო სამსახურში და გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება.
სამუშაო გამოცდილება
2012 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის სტაჟიორი.
2012-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს წამყვანი სპეციალისტი.
2014-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტი მედიაციის საკითხებში.
2015-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2018-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის მწერალი თანაშემწე.
2022 წლის მარტიდან არის სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
2025 წლის მარტიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.