ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლია ავალიშვილი

ლია ავალიშვილი

ლია ავალიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1961 წლის 12 აგვისტოს ქ. ხაშურში.

განათლება

1978 წელს დაამთავრა ქ. ხაშურის N25 საშუალო სკოლა.

1990 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1992-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილების კონსულტანტად და მოსამართლის თანაშემწედ.

2003 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.

2005 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

1992-1005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების კონსულტანტად და მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2009-2013 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2013-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.