ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლელა მარიდაშვილი

ლელა მარიდაშვილი

ლელა მარიდაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1967 წლის 17 მარტს ქ. საგარეჯოში.

განათლება

1984 წელს დაამთავრა ქ. საგარეჯოს N1 საშუალო სკოლა.

1991 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში.

2010-2017 წლებში გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგები - სასამართლო პროცესზე ადვოკატის უნარები; განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა პროფესიული ეთიკა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; სამეწარმეო სამართალი; ადვოკატთა პროფესიული ეთიკა; ვადები და ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართლის პროცესში; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი; სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე.

2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

1994-2005 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ადვოკატურაში.

2006-2017 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

2017-2023 წლებში იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და შემდგომ პირველი მოადგილე.

2024 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.