პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1964 წლის 25 ნოემბერს დაბა სურამში.
განათლება
1981 წელს წარჩინებით დაამთავრა სურამის N1 საშუალო სკოლა.
1988 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1999 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება
1989-1990 წლებში იყო სტაჟიორ-გამომძიებელი ქ. თბილისის პროკურატურაში.
1990-1991 წლებში იყო გამომძიებელი ქ. მცხეთის პროკურატურაში.
1992-1999 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სამმართველოს პროკურორი.
1999-2005 წლებში იყო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2005-2009 წლებში იყო ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსამართლე.
2009-2016 წლებში იყო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის იურიდიული სამსახურის უფროსი.
1998-2001 წლებში იყო ადმინისტრაციული სამართლის მიწვეული ლექტორი დ. აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში.
2009-2011 წლებში იყო მიწვეული ლექტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში.
2011 წლიდან არის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2016 -2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2017-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2021-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.