ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევან მიქაბერიძე

ლევან მიქაბერიძე

ლევან მიქაბერიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1982 წლის 7 მარტს ქ. თბილისში.

განათლება

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი სპეციალობით მეტეოროლოგია, ატმოსფეროს ეკოლოგია.

2011 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

2006 წლის მარტიდან ივნისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების კურიერი.

2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს კანცელარიის სპეციალისტი.

2007-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.

2009-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე.

2011-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სექტორის უფროსი.

2013 წლის ნოემბერში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტი.

2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 

2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2020 წლის 8 მაისიდან არის საკვალიფიკაციო პალატის წევრი.

2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.

2025 წლის 3 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.