პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 1 ივნისს ქ. ქუთაისში.
განათლება
2001 წელს დაამთავრა ივ.შარაშიძის სახელობის ხონის N 1 გიმნაზია.
2008 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2016 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურა.
2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2008 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
2009 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2012-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2018-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.
2020-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
2021-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.