იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ფიცი ექვსმა ახლადგანწესებულმა მოსამართლემ დადო.
ვერიკო ბოკუჩავა, თამარ მაზანაშვილი, ფიქრია სიქტურაშვილი, თორნიკე ქოჩქიანი, მაია ყუშიტაშვილი და ნანა ციკოლია სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.