ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირაკლი ხუსკივაძე

ირაკლი ხუსკივაძე

ირაკლი ხუსკივაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1990 წლის 26 მაისს ქ. ზესტაფონში.

განათლება

2007 წელს დაამთავრა ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითის საშუალო სკოლა.

2012 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2015 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა.

2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2011-2012 წლებში იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.

2013 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.

2013-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სპეციალისტი.

2014-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.

2016-2019 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2022-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.