დანართი 1
საქართველოს საერთო სასამართლოებისადმი
რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ა
(სასამართლოების აპარატებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიერ ანაზღაურებადი სამეცნიერო/პედაგოგიურ/შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაზე, აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავებაზე თანხმობის გაცემის საკითხების გადაწყვეტის შესახებ)
1. განხილულ იქნეს მხოლოდ ის განცხადებები, რომლებიც წარდგენილი იქნება ქვემოთ დამტკიცებული ტიპური ფორმით (იხ: დანართი 2), რადგან აღნიშნულ ფორმაში თანმიმდევრულად და სრულად არის ასახული ყველა ის მონაცემი, რომელიც აუცილებელი იქნება განსახილველ საკითხზე დასაბუთებული და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
2. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე გონივრული ვადით ადრე. გონივრულ ვადად ჩაითვლება ვადა, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს ექნება ობიექტური შესაძლებლობა - კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად გამოიკვლიოს და შეაფასოს საკითხთან დაკავშირებით აუცილებელი ყველა გარემოება (მათ შორის: მოსამსახურის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის შინაარსის და მოცულობის სათანადო აღქმა; ყველა აუცილებელი ინფორმაციის (მათ შორის - მოსამსახურის მიერ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების სათანადოდ შესრულების შესახებ; პოტენციური დამსაქმებლის სტატუსის, ინტერესების, საქმიანობის შესახებ და ა.შ.) გამოთხოვა).
3. თუ განმცხადებლის მოთხოვნას არ ახლავს მისი უშუალოდ უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, სასამართლოს მენეჯერის (ან მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის), ხოლო მოსამართლის თანაშემწის (მათ შორის, მთავარი კონსულტანტის - ე.წ. მწერალი-თანაშემწის) და სხდომის მდივნის შემთხვევაში - აგრეთვე შესაბამისი მოსამართლ(ეებ)ის თანხმობები, განცხადება რჩება განუხილველად.
4. თუ საჯარო მოსამსახურის პოტენციური დამსაქმებელი საკუთარი საქმიანობით ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების ხელყოფის რისკს (მაგ: მონაწილეობს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიაში; მისი გამოხატვის ფორმები და შინაარსი არ თავსდება სასამართლო ხელისუფლების თუ ინდივიდუალური მოსამართლეების დასაშვები კრიტიკის ფარგლებში; საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო წყაროებიდან ცნობილია, რომ მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა რაიმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და ა.შ.), განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. თუ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საჯარო მოსამსახურე, განცხადებაში ასახული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ვეღარ შეძლებს საკუთარი, სამსახურებრივი მოვალეობების სათანადოდ (დროულად და ჯეროვნად) შესრულებას, განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დანართი 2
იმ სასამართლოს და თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის დასახელება/ვინაობა, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი: |
|
განმცხადებლის სახელი, გვარი და თანამდებობა: |
|
ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა: |
|
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გთხოვთ გასცეთ თანხმობა ჩემ მიერ ანაზღაურებადი სამეცნიერო/პედაგოგიური/შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით:
საჯარო მოსამსახურის პოტენციური დამსაქმებლის თაობაზე ძირითადი მონაცემები:
|
|||
სახელწოდება/ვინაობა:
|
|
||
საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი:
|
|
||
იურიდიული მისამართი/მისამართი:
|
|
||
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
|
|
||
მონაცემები დაგეგმილი სამეცნიერო/პედაგოგიური/შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ
|
|||
დაგეგმილი სამეცნიერო/პედაგოგიური/შემოქმედებითი საქმიანობის ძირითადი არსის მოკლე აღწერა: |
|
||
დაგეგმილი სამეცნიერო/პედაგოგიური/შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების ხანგრძლივობა: |
საქმიანობის დაწყების და დასრულების თარიღები: |
|
|
კვირის დღეები, რომელთა განმავლობაშიც განხორციელდება საქმიანობა: |
|
||
დრო, რომლის განმავლობაშიც განხორციელდება საქმიანობა: |
18:00 საათამდე, თუ მის შემდეგ: |
|
|
საათების საერთო რაოდენობა: |
|
||
საათების რაოდენობა კონკრეტულ დღეს: |
|
||
სარგებლის არსებობის შემთხვევაში, სარგებლის არსის აღწერა, მოსალოდნელი მატერიალურ-ეკონომიკური ეფექტის (ოდენობის) აღწერის ჩათვლით: |
|
||
განცხადების წარმოდგენამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო/პედაგოგიური/შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ: |
არასამუშაო დღეებში საქმიანობის საათების საერთო რაოდენობა: |
|
|
სამუშაო დღეებში საქმიანობის საათების საერთო რაოდენობა: |
|
მონაცემები განმცხადებლის სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ: |
|
დღის განმავლობაში საქმიანობის დაწყების და დასრულების დრო: |
|
განმცხადებელზე დაკისრებული მოვალეობების (ფუნქციების) მოკლე აღწერა: |
|
მოკლე დასაბუთება, რომ განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი სამეცნიერო/პედაგოგიური/შემოქმედებითი საქმიანობა არ შეუშლის ხელს მისი სამსახურებრივი მოვალეობების სათანადოდ შესრულებაში: |
|
უშუალო უფროსის ვინაობა და თანამდებობა:
|
|
მისი პოზიცია განცხადებასთან დაკავშირებით:
|
ვეთანხმები: /ხელმოწერა/
|
არ ვეთანხმები: /ხელმოწერა/
|
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვინაობა და თანამდებობა:
|
|
მისი პოზიცია განცხადებასთან დაკავშირებით:
|
ვეთანხმები: /ხელმოწერა/
|
არ ვეთანხმები: /ხელმოწერა/
|
სასამართლოს მენეჯერის (ან მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის) ვინაობა: |
|
მისი პოზიცია განცხადებასთან დაკავშირებით:
|
ვეთანხმები: /ხელმოწერა/
|
არ ვეთანხმები: /ხელმოწერა/
|
შენიშვნა: ქვემოთ ასახული გრაფა ივსება, თუ განმცხადებელი მოსამართლის თანაშემწე (მათ შორის, მთავარი კონსულტანტის - ე.წ. მწერალი-თანაშემწე) ან სხდომის მდივანია:
მოსამართლ(ეებ)ის ვინაობა და თანამდებობა:
|
|
მისი (მათი) პოზიცია განცხადებასთან დაკავშირებით:
|
ვეთანხმები: /ხელმოწერა/
|
არ ვეთანხმები: /ხელმოწერა/
|
განმცხადებლის საყურადღებოდ! განმცხადებლისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ განცხადებაში ასახული მონაცემები ექვემდებარება განმცხადებლის დამსაქმებელი სასამართლოს მიერ გადამოწმებას, მის ხელთ კანონიერად არსებულ მონაცემთა შესაბამისი ბაზების, აგრეთვე - დამატებითი ინფორმაციის (მათ შორის - განმცხადებლისგანაც) გამოთხოვის მეშვეობით.
|
განმცხადებელი:
თარიღი: