პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 2 დეკემბერს, შუახევის რაიონში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა დაბა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა.
2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1999 წელს გაიარა იურისტის საკვალიფიკაციო კურსები.
2008 წელს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2010 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა სასამართლოს მენეჯერის სასწავლო კურსი.
2011 წელს მონაწილეობდა მენეჯმენტურ უნარჩვევებთან დაკავშირებულ ლექცია სემინარებში ამერიკის შეერთებულ შტატებში (ვაშინგტონი, ბოსტონი), ,,OPEN WORLD”-ის პროგრამის ფარგლებში.
2012 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2016 წელს მონაწილეობდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოხელეებისათვის გამართულ სასწავლო ვიზიტში - ქ. პარიზში საფრანგეთის საკასაციო სასამართლოში.
2016- 2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2016 წლის დეკემბერში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისათვის გამართულ სასწავლო ვიზიტში - გერმანიაში ქ. ჰამბურგში.
2017 წლის აპრილში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისათვის გამართულ სასწავლო ვიზიტში - საფრანგეთში ქ. სტრასბურგში.
სამუშაო გამოცდილება
1999-2000 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში - ინსპექტორად.
2002-2003 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
2004-2005 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში - დაცვის თანამშრომლად.
2005-2009 წლებში მუშობდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2009-2010 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსი – საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი და 2010 წლის ოქტომბეში დაინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მენეჯერად.
2011-2017 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი.
2018-2024 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2024 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და ამავდროულად, დაკისრებული აქვს ამავე კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.