პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1981 წლის 23 აგვისტოს ქ. თბილისში.
განათლება
1998 წელს დაამთავრა ყვარლის რაიონის სოფ. შილდის N1 საშუალო სკოლა.
2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2007 წელის გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2015-2016 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2002-2003 წლებში იყო ქ. თბილისის პროკურატურის სტაჟიორი (პრაქტიკანტი).
2005 წელს იყო ყვარლის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი (პრაქტიკანტი).
2005 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი (პრაქტიკანტი).
2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლო სხდომის მდივანი.
2007-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2016 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.