პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1992 წლის 17 დეკემბერს დაბა გულრიფშში.
განათლება
2010 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 29 საჯარო სკოლა.
2014 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2018 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2023-2025 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2014-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი.
2015-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი.
2017-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივანი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
2017-2023 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს წევრი და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
2018-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
2019-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მოსამართლის (თავმჯდომარის) თანაშემწე - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
2022-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი სასამართლოში არსებულ დავებში.
2023 წლის ივლისიდან აგვისტომდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2025 წლის ივლისიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.