ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თორნიკე კაპანაძე

თორნიკე კაპანაძე

თორნიკე კაპანაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1987 წლის 8 აპრილს ქ. ბორჯომში.

განათლება

2003 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 192 საჯარო სკოლა.
2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2008 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2013 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
2015 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 
2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. 
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2008-2009 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტი.
2009-2010 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2011-2013 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2013-2015 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მწერალი თანაშემწე.
2015-2019 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსულტანტი / უფროსი კონსულტანტი.
2017 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.
2017-2018 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.
2018-2019 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთა განმხილველი საბჭოს წევრი.
2021-2025 წლებში იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2025 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.