პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 8 სექტემბერს ქ. ოზურგეთში.
განათლება
2001 წელს დაამთავრა ქ. ოზურგეთის იაკობ გოგებაშვილის სახელობის N4 საშუალო სკოლა.
2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2006 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2012 წელს გაიმარჯვა ,,American Councils’’-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და მონაწილეობდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ ადმინისტრირებულ პროგრამაში ,,Open World’’ ამერიკის შეერთებულ შტატებში - ვაშინგტონსა და ატლანტაში იურიდიულ სფეროში ამერიკული გამოცდილების მისაღებად.
2012 წლიდან არის ,,Hall, Booth, Smith P.C’’ იურიდიული ფირმისა და ატლანტის სამართლებრივი საზოგადოების საპატიო წევრი.
სამუშაო გამოცდილება
2005-2008 წლებში სტაჟირება გაიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატებში.
2008 წელს მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და USAID -ის ერთობლივ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზების გამოკვლევას.
2008-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტად და უფროს კონსულტანტად.
2014-2018 წლებში იყო დ. მეტრეველის სამედიცინო ცენტრის ეთიკის კომისიის წევრი.
2014-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე.
2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2018 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.