ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თეონა ეპიტაშვილი

თეონა ეპიტაშვილი

თეონა ეპიტაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1988 წლის 4 დეკემბერს ქ. თბილისში.

განათლება

2006 წელს დაამთავრა სკოლა-ლიცეუმი „რიტორი“.

2008-2009 წლებში გაიარა პრაქტიკული კურსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში.

2009 წელს გაიარა პრაქტიკული კურსი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში.

2010 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2010-2011 წლებში გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2014 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით.

2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

2011-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საინფორმაციო ბიუროს კონსულტანტი/სხდომის მდივანი.

2020-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2022-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.