ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თემურ გოგოხია

თემურ გოგოხია

თემურ გოგოხია

მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 2 ნოემბერს ქ. გალში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქ. გალის N 4 საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

2000-2002 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის სხდომის მდივანი.

2002-2003 წლებში იყო კონსულტანტი თბილისის საოლქო სასამართლოში.

2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.

2007 წელს იყო მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი, შემდგომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი.

2008-2010 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2010-2012 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2013-2017 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2017 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2017 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.

2021-2024 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2021-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.