ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თეა კალანდაძე

თეა კალანდაძე

თეა კალანდაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1989 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში.

განათლება

2006 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სკოლა.

2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2010 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).

2011 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.

2013 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2019 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსენელი.

სამუშაო გამოცდილება

2007-2008 წლებში იყო  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტაჟიორი - იურისტ კონსულტანტის თანაშემწე.

2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი.

2009 წელს იყო ტრენერი პროგრამაში „სამართლის კლინიკა“.

2010 წელს იყო ქ.თბილისის მერიის თბილისელების ადვოკატი-სტაჟიორი.

2011-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს სტაჟიორი.

2012-2014 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე და კონსულტანტი.

2014-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე / მთავარი კონსულტანტი / მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2018-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე / მთავარი კონსულტანტი / მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2024 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.