ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თეა ბერაია

თეა ბერაია

თეა ბერაია

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 10 სექტემბერს ქ. ფოთში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქ. ფოთის N1 საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავარა სოხუმის ი.ვეკუას სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია

2001 წელს სტაჟირება გაიარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საერთაშორისო სამართლის საკითხებზე.

სამუშაო გამოცდილება

1999-2006 წლებში მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში სვადასხვა თანამდებობებზე, კერძოდ: წამყვან სპეციალისტად, სხდომის მდივნად და მოსამართლის თანაშემწედ.

2006 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.

2007-2017 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.