პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 8 ივლისს ქ. თბილისში.
განათლება
2000 წელს დაამთავრა თბილისის სკოლა-ლიცეუმი ,,ანი’’.
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2005-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2008-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2013-2015 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2015 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.