პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1991 წლის 1 აგვისტოს ქ. თბილისში.
განათლება
2008 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N64 საჯარო სკოლა.
2012 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2014 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2021 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა.
2016 წელს ევროპულ უნივერსიტეტ ვიადრინაში გაიარა სამართლის კურსი ,,ევროპული სისტემა ადამიანის უფლებათა დაცვისთვის“.
2017 წელს ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი ,,ლტოლვილები და მიგრანტები საერთაშორისო სამართალში“.
2019 წელს ლუნდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი ,,მრავალდონიანი მმართველობის პერსპექტივები, დეცენტრალიზაცია და ადამიანის უფლებები“.
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და მოსამართლეობისს საკვალიფიკაციო გამოცდები.
არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორი.
სამუშაო გამოცდილება
2015-2022 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი.
2017 წლიდან არის მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2018-2020 წლებში იყო მიწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.
2018-2022 წლებში იყო მიწვეული ლექტორი ალტე უნივერსიტეტში.
2022 წლიდან არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2024-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.