პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1991 წლის 26 ოქტომბერს, ქ. თბილისში.
განათლება
2010 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N130 საჯარო სკოლა.
2015 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2017 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დხა მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2017 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2023-2025 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2014-2015 წლებში იყო სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატაში.
2018-2020 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.
2020-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.
2025 წლის ივლისიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2025 წლიდან არის მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.