პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1978 წლის 17 თებერვალს ქ. ხაშურში.
განათლება
1995 წელს დაამთავრა ხაშურის რაიონის სოფელ გომის საშუალო სკოლა.
2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2001 წლის იანვარში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
2001-2003 წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.
2003-2007 წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2007-2009 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2009-2011 წლებში იყო ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2011-2012 წლებში იყო სოხუმის და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2012-2017 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2017 მაისიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.