პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 19 მარტს ქ. თბილისში.
განათლება
2000 წელს დაამთავრა ქ. კასპის N1 საერო გიმნაზია.
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2004-2005 წლებში გაიარა სასწავლო საწარმოო პრაქტიკა თბილისის საოლქო სასამართლოში.
2006-2010 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომის მდივანი.
2010-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2018 წლის იანვრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.