ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზვიად ესებუა

ზვიად ესებუა

ზვიად ესებუა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1968 წლის 9 ოქტომბერს ქ. სოხუმში.

განათლება

1985 წელს დაამთავრა ბაბუშერის საშუალო სკოლა.

1990 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

1990 წელს მუშაობდა იურისტად აღმასკომში.

1991-1993 წლებში იყო აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში სასამართლო ორგანოების განყოფილების კონსულტანტი, უფროსი კონსულტანტი, წამყვანი სპეციალისტი.

1993-1998 წლებში იყო სოხუმის სასამართლოს მოსამართლე.

1995-1999 წლებში იყო სოხუმის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე.

1993-1997 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოში.

1998-1999 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.

1999 წელს დაეკისრა გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2003 წელს დაინიშნა გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2005-2007 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო და საგარეჯოს რაიონულ სასამართლოებში.

2007-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2009-2015 წლებში მივლინების საფუძველზე თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში.

2015 წლის ოქტომბრიდან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.

2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.