პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა ქ. თბილისის შ. რუსთაველის სახელობის N112 საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2009-2018 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - გადაწყვეტილებათა ჩამოყალიბება სააპელაციო სასამართლოში; ადამიანის უფლებები; პროფესიული უნარ-ჩვევები; აღკვეთის ღონისძიებების შესახებ ბრძანების დასაბუთება; სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროგრამა; სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი; გადაწყვეტილების წერის კულტურა/დასაბუთება; განაჩენის დასაბუთება; აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და დასაბუთება; ნასამართლეობის მოხსნა; ეფექტური კომუნიკაცია და კომუნიკაციის სტანდარტები; კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა.
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1992-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი.
1999-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2006-2023 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე.
2024 წლის ოქტომბრიდან გამწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.