ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზაალ მარუაშვილი

ზაალ მარუაშვილი

ზაალ მარუაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1972 წლის 24 ივნისს ქ. ქუთაისში.

განათლება

1989 დაამთავრა თერჯოლის N1 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

სხვადასხვა დროს მუშაობდა სს. ,,ინტერტრანსსერვისი-საზღვაო ვაჭრობის“, შპს. ,,შოთა და კომპანიის“, შპს. ,,ჯე-ისის“ იურისტად, ასევე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.

კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალში იურიდიულ ფაკულტეტზე სანივთო და საკორპორაციო სამართალში.

1995-1999 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონის გამგებლის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში.

1999-2001 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2001-2002 წლებში მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2002-2006 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2006-2010 წლებში ირიცხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.