ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვიქტორ მეტრეველი

ვიქტორ მეტრეველი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1986 წლის 1 თებერვალს ქ. თბილისში.

განათლება

2003 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის N17 საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2009-2010 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი.

2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2009-2010 წლებში იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.

2010-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიის (განყოფილების) სპეციალისტი.

2011-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სხდომის მდივანი.

2014-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი).

2022-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის მწერალი თანაშემწე (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).

2023 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2024 წლის დეკემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე.