ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვერიკო ბოკუჩავა

ვერიკო ბოკუჩავა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1986 წლის 19 სექტემბერს

განათლება

2003 წელს დაამთავრა თბილისის N3 გიმნაზია

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით

2009 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი

2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა

2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდასამოქალაქოდაადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით

2020 წელს გაიარა მედიაციის სასერტიფიკატო კურსი

2023-2025 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე

2007-2008 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს სტაჟიორი

2008-2011 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს სხდომის მდივანი

2011-2012 წლებში იყო ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) პროექტის სტაჟიორი

2014-2016 წლებში იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორი

2019-2021 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს რეფერენტი

2021-2023 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი/მოსამართლის თანაშემწე

2025 წლის ივლისიდან არის სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე