პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1971 წლის 9 ოქტომბერს.
განათლება
1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი და მიენიჭა ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია.
2000 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია.
2003 წელს სწავლობდა შსს აკადემიის ასპირანტურაში.
ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1997-1999 წლებში იყო ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. პარალელურად, საქართველოს უშიშროების საბჭოს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის პროფილაქტიკისა და სოციალური რეაბილიტაციის სამდივნოს ხელმძღვანელი.
1999-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2002-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი.
2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი.
2006 წელს იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
2006-2007 წლებში იყო მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი.
2007-2008 წლებში იყო მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2008 წლის აპრილიდან აგვისტომდე იყო საგარეჯოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, აგვისტოდან დეკემბრამდე გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2008-2017 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2015-2019 წლებში იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.
2017-2021 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2017-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
2019-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე და კოლეგიის თავმჯდომარე.
2020 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე.
2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და ასევე 2022 წლის ივნისიდან არის ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.
2023 წლიდან დღემდე არის საპროკურორო საბჭოს წევრი.
2024 წლის 24 მარტს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.
2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2025 წლის 28 სექტემბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩია.