პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 6 აგვისტოს ქ. ქუთაისში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N7 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1999-2004 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად.
2006-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.