ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკა ბარბაქაძე

ეკა ბარბაქაძე

ეკა ბარბაქაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 14 აპრილს ქ. თბილისში.

განათლება

1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N192 საშუალო სკოლა-გიმნაზია.

2001 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცონეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2009 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.

2010-2019 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - აღკვეთის ღონისძიების შესახებ ბრძანების დასაბუთება; საქმის ნაკადის მართვა სასამართლოში; სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი; სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროგრამა; სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსი და გადაწყვეტილების წერის კულტურასა და დასაბუთება; სასამართლო განაჩენთა დასაბუთება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ და სამართლებრივი მართლწერა; სისხლის სამართლის პროცესი და სიახლეები; სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხები; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება; ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები (სისხლის სამართლებრივი ასპექტები)

2022 წელს გაიარა ტრენინგი - სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები.

2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2001-2006 წლებში იყო სამართლის პედაგოგი თბილისის კერძო საშუალო სკოლა "დედისიმედში".

2006-2008 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.

2008-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2018-2022 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე.

2022-2023 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე.

2024 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.