ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკატერინე პართენიშვილი

ეკატერინე პართენიშვილი

ეკატერინე პართენიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 29 იანვარს ქ. თელავში.

განათლება

1990 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის N16 საშუალო სკოლა.

1992 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებო კოლეჯის ჰუმანიტარული განყოფილება.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია

სამუშაო გამოცდილება

2000-2001 წლებში იყო საქართველოს მომხმარებელთა კავშირის იურიდიული ცენტრის კონსულტანტი.

2001-2002 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2002 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას შპს ''სამართალში''.

2002-2003 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2003-2004 წლებში იყო სპეცოალისტი ამავე სასამართლოში.

2004-2006 წლებში იყო გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2006-2019 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივნისში გამწესდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის ივლისიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.