ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიმიტრი გვრიტიშვილი

დიმიტრი გვრიტიშვილი

დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1980 წლის 16 ოქტომბერს ქ. დუშეთში

განათლება

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის N36 საშუალო სკოლა.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

2003-2005 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას კავშირში „ადვოკატთა ასოციაცია“.

2005-2007 წლებში იყო ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

2007 წელს იყო ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

2007-2008 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012-2020 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2012-2020 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2017 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2015-2020 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2017-2021 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2020 წლის ივნისიდან ივლისამდე იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2020 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე.

2022 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.

2025 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.