ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დალი აბჟანდაძე

დალი აბჟანდაძე

დალი აბჟანდაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 22 ივნისს ქ. ჭიათურაში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა ქ. ჭიათურის N3 საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

1996-1998 წლებში მუშაობდა ს.ს. "საფოსტო ბანკში" იურისტად.

1999-2000 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილების უფროსად.

2000-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.