პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 13 აპრილს დაბა თიანეთში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა თიანეთის სკოლა-ინტერნატი.
1996 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი - წარმოების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობით.
1998 წელს დაამთავრა თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯი საგზაო პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საქმიანობის სპეციალობით.
2002 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1996-1999 წლებში იყო ეკონომისტი თიანეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოში.
1999-2001 წლებში იყო თიანეთის რაიონული სასამართლოს წამყვანი სპეციალისტი.
2001-2002 წლებში იყო თიანეთის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი.
2002-2006 წლებში იყო თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2006-2007 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2007-2010 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2008-2010 წლებში მივლიების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.
2010-2013 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2013 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2017-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2023-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.