პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1988 წლის 25 ოქტომბერს ქ. ახმეტაში.
განათლება
2005 წელს დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლა.
2009 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2011 წელს დაამთავრა გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2009 წელს იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტი.
2010 წლის მაისიდან აგვისტომდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა საქმეთა სექტორის უფროსი.
2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2012-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2017-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწე.
2021 წლის ივნისიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2024 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესდა უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.