პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 20 დეკემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა ქ. საგარეჯოს N4 საშუალო სკოლის ექსპერიმენტალური კურსი.
1996 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1996-1997 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონის პროკურატურაში გამომძიებლად.
1997-2001 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის გამომძიებლად.
2001-2002 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონული პროკურატურაში პროკურორის მოადგილედ.
2002-2003 წლებში მუშაობდა კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.
2003-2007 წლებში მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორად.
2007-2012 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურატურაში ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსად.
2014-2016 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურატურაში უფროს პროკურორად.
2016-2020 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020 წლის ივლისიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2021 წლის აგვისტოდან დაკისრებული აქვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.