ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი გოგიჩაშვილი

გიორგი გოგიჩაშვილი

გიორგი გოგიჩაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 19 ნოემბერს ქ. თეთრიწყაროში.

განათლება

1994 წელს დაამთავრა თბილისის N7 საშუალო სკოლა.

1999 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

1999-2006 წლებში მუშაობდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2006-2012 წლებში იყო გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2009 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში.

2009 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2009-2012 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში.

2012-2016 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.